რეფლექსია

პროექტის რეფლექსია
პროექტი  ,,რას ფიქრობენ ჩვენზე“ განხორციელდა ქ. მარტვილის N2 საჯარო სკოლაში მე-6ა  კლასის მოსწავლეების მიერ.    როცა მოსწავლეებს ვუთხარი რომ მათთან ერთად პროექტი უნდა გამეკეთებინა ან ფართბის გამოთვლაზე, ან სტატისტიკაზე,მათ სტატისტიკური კვლევის ჩატარება არჩიეს.  და როცა ვკითხე, რატომ გირჩევნიათ  სტატისტიკა? მათი პასუხი ასეთი იყო- გვინდა რომ ქუჩაში ჩავატაროთ გამოკითხვაო.  მეც ვისარგებლე იმით რომ, ისინი მოტივირებულები იყვნენ და იმავე გაკვეთილზე ქართულის მასწავლებელთან ერთად დავგეგმეთ აღნიშნული პროექტი, რომლის სახელწოდებაც მოსწავლეებმა შეარჩიეს.  კვლევის დაგეგმისას გადაწყდა, მონაცემების შეგროვება გამოკითხვის მეთოდით. გამოკითხვის ჩასატარებლად მოსწავლეებმა შეადგინეს  ანკეტა. სამიზნე ჯგუფად შერჩეულ იქნა მასწავლებლების, მშობლებისა და მოზარდების პოპულაციები, ამიტომ კლასი დაიყო  სამ ჯგუფად  :  ,, მასწავლებლები ”, ,, მშობლები ” და ,, მოზარდები ’’. თითოეულმა ჯგუფმა თავისი სახელის შესაბამისი პოპულაცია გამოიკვლია .  მოსწავლეებმა  შეადგინეს ანკეტა და    გამოიკითხეს მშობლები, მასწავლებლები და 12-15 წლის მოზარდები, მათ შორის საკუთარი მშობლები და მასწავლებლებიც, გამოკითხვა ჩაატარეს საკუთარ კლასშიც, მეზობელ სკოლებშიც.  პატარა მკვლევარები ძალიან უკმაყოფილონი იყვნენ იმით, რომ ზოგიერთმა ადამიანმა არ ინდომა მათ კითხვებზე პასუხის გაცემა. შემდეგ იყო მონაცემთა დამუშავების საკმაოდ რთული ეტაპი, კვლევის ანალიზი და საპრეზენტაციო ტექსტის მომზადება ქართულის მასწავლებელთან ერთად.  პროექტში ქართულის მასწავლებლის ჩართვა ბავშვების ინიციატივა იყო . თითეულმა ჯგუფმა საკმაოდ კარგად იმუშავა. უნდა აღვნიშნო რომ, მოსწავლეთა უმრავლესობა პასუხისმგებლობით მოეკიდა პროექტის ყოველ აქტივობას, მიუხედავად იმისა რომ გვქონდა გაუთვალისწინებელი შემთხვევებიც, მაგალითად რამდენიმე შევსებული ანკეტა დაგვეკარგა, ბიჭებს სტადიონზე დარჩათ.  პროექტის პრეზენტაცია პატარა მკვლევარებმა გააკეთეს მშობლების, მასწავლებლებისა და თანატოლების წინაშე.  ამ პროექტს ვაფასებ დადებითად, რადგან მასში აქტიურად მონაწილეობდა მთელი კლასი და იგი ხელს უწყობდა მოსწავლეებში მრავალმხრივი კომპეტენციების განვითარებას:
v  პროექტის ფარგლებში მოსწავლეები ჯერ დაადგინეს თუ რა გამოეკვლიათ, ხოლო შემდეგ მოიპოვებდნენ დასმული ამოცანის ამოსახსნელად საჭირო თვისობრივ და რაოდენობრივ მონაცემებს.
v  მათ თვისობრივი და რაოდენობრივი მონაცემები მოაწესრიგეს და წარმოადგინეს ხელსაყრელი ფორმით.
v  მათ შეძლეს თვისობრივ და რაოდენობრივ მონაცემთა ინტერპრეტაცია და ანალიზი.
v  შექმნეს მიზნობრივი ტექსტი და კითხვის სხვადასხვა სტრატეგიების გამოყენებით თავიანთი შექმნილი პროდუქტი წარუდგინეს საზოგადოებას.
პროექტმა ხელი შეუწყო მოსწავლეებში  ესგ-ს  შემდეგი გამჭოლი კომპეტენციების განვიტარებას:
v  წიგნიერება,
v     ციფრული წიგნიერება,
v  რაოდენობრივი წიგნიერება,
v  სემიოტიკური კომპეტენცია.                                    
                                                                       მარინა გაბისონია
                                                                       30 ივნისი 2015-2016 სასწავლო წელი.




Комментариев нет:

Отправить комментарий